საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ფადი ასლი მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და წერს, რომ „ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები“ და ის, რაც ნუცამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი სამშობლოსთვის გააკეთა, ფადი ასლის თქმით, ბევრ ჩვენგანს არ გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.
„ნუცა ბუზალაძის შესახებ.
ეს ციტატა 10 წლის წინ დავწერე:
„ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვჯერა, რომ სწორია დროის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და ის, რაც ადრე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, მოგვიანებით შეიძლება საშინელებად იქცეს“.
არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს
ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს და გამამხნევებელ პოსტს უძღვნის.
ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები; როგორც თითოეულმა ჩვენგანმა ნუცამ დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ მწარედ ინანა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.
ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო”.
ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე, ისევე როგორც სხვებმა გვაპატიეს ჩვენი შეცდომის გამო და დაგვიბრუნეს სიცოცხლე და გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ ნუცამ რამდენიმე თვეში მეტი გააკეთა საქართველოსთვის ვიდრე ბევრმა
ჩვენგანმა გააკეთა ქვეყნისთვის ცხოვრებაში“, – წერს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.