LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის 6 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

255
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

რეჟისორსა და მსახიობს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის 6 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

„ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის დაკრძალვა 6 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი 1 მარტს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. ის იყო არაერთი ცნობილი თეატრალური დადგმის ავტორი. ამასთან მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.

magti 5g