ნუგზარ ყურაშვილი ჟურნალ „თბილისელები“ 2 ივნისის ნომერში თავისი ქალიშვილის შესახებ ჰყვება, რომელთან ერთადაც ახლა „მიმღერეში“ გამოდის, თუმცა წლების წინ მას მსახიობობა აუკრძალა:
„ჩემს ქალიშვილს მსახიობობა ავუკრძალე და ამის გამო ადრე ცოტა ნაწყენი იყო, მერე შეეგუა. არ მინდოდა, მსახიობი გამხდარიყო, თორემ მგონი, კარგი მამა და ბაბუა ვარ. მე მსახიობობასთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, შვილი მეცოდებოდა ამ საქმისთვის. ძალიან რთული პროფესიაა. ვიღაცას მარტო ტაში ჰგონია, მაგრამ შეიძლება, ძალიან დაიჩაგრო. ამისთვის მემეტებოდა შვილი…“