LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა კვალიაშვილი: „არასოდეს მყოლია და მეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებიც…“

54

ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს იმის შესახებ, როგორ ადამიანებთან არ იმეგობრებს არასდროს.

„მე არასოდეს მყოლია და მეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებიც ჰგვანან გემის ღუზას, ადამიანები რომლებიც გითრევენ უფსკრულში და როგორც არ ცდილობ ამოსვლას, თითქოს ფეხზე მძიმედ გექაჩებიან, რომ თავიანთ ტალღაზე დაგტოვონ და მათზე მეტს ვერ მიაღწიო ცხოვრებაში

მე არასოდეს მყოლია და მეყოლება „ვიგოდნიკი“ მეგობრები, რომლებსაც თეთრის გაღება ენანებათ და წურბელებივით თავზე გასხედან, როდესაც შენ რაღაცა შემოსავალი გაქვს

მე არასოდეს მეყოლება მოღალატე მეგობრები რომლებიც ჩემ ზურგს უკან ჩემზე ცუდად საუბრობენ და განმიკითხავენ, მე არასოდეს მყოლია და მეყოლება ამპარტავანი მეგობრები, რომლებსაც თავიანთ თავზე აქვთ წარმოდგენები და სხვას დასცინიან, მე არასოდეს მყოლია და მეყოლება შეუგნებელი და უგუნური მეგობრები, რომლებსაც ელაპარაკები პირდაპირ მათთვის სასიკეთოს და ამ დროს ჰგონიათ, შენ პირიქით ცუდი გინდა მათთვის, მე არასოდეს მყოლია და მეყოლება ბოღმა მეგობრები, რომლებსაც შენი წარმატების შური და ბოღმა ახრჩობთ, მე არასოდეს მყოლია და მეყოლება ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვყოფილვარ მათნაირი და არც არასოდეს ვიქნები.

ბედნიერი ვარ ჩემი ახლო ადამიანებით და ცხოვრებაში სამეგობროსთან პრობლემა არ შემქმნია ურთიერთობაში და არც არასოდეს შემექმნება, იმიტომ, რომ ადამიანის თვალში ჩახედვით და ერთი გამარჯობით თავიდან ბოლომდე შემიძლია მათი შეცნობა“ – წერს სოციალურ ქსელში ნუკა კვალიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g