LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა კვალიაშვილი: „დააფასეთ ფეხმძიმე ქალები!..“

283

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მეორე ბიჭს ელოდება. ის შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ორსულობისას განცდილი დისკომფორტის შესახებ ვრცლად საუბრობს.

„აი, დღეებს რომ ითვლი და იმაზე ფიქრობ (რა თქმა უნდა, მეორე რიგში), (პირველ რიგში, პატას დაბადება რომ მახარებს, მაგას სიტყვებითაც კი ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ) აი, მეოოოორე რიგში მახარებს ის, რომ თასმის შეკვრის დროს ისე არ დავიღლები, თითქოს 20 სართული შესვენების გარეშე ავირბინე, მივწვდები ფეხს, რომ ფეხსაცმელი ჩავიცვა, შემეძლება სირბილი, აღარ ვიგრძნობ სიმძიმეს, აღარ მეტკინება ფეხები 5 წუთით დგომის დროს, შემეძლება თავისუფლად სუნთქვა უკმარისობის გარეშე, არ შემეცვლება დღეში 68-ჯერ ხასიათი უმიზეზოდ, არ ვირბენ ერთი ყლუპი წლის დალევაზე საპირფარეშოში, დავეგდები მუცელზე და მოვკალათდები საძილეთ, ჩავიცვამ ჩემს საყვარელ ტანისამოსს რომელი ეხლა არ მეტევა, შევიღებავ ისევ თეთრ ბლონდზე თმას, შევძლებ გართობას, არ ვივლი უკან გადახრილი, თითქოს წონასწორობას ვიჭერდე, არ მექნება მენჯის ძვლის ტკივილი, გამივლის საშინელი გულძმარვა, გამივლის წელისა და ზურგის ტკივილი, აღარ მომიწევს ერთ მხარეს წოლა (მარცხენა მხარეზე), ღამე არ გამეღვიძება თავისით 80-ჯერ და ბოლოს… გავაკეთებ იმას, რაც მომინდება.

დააფასეთ ქალები ამ მდგომარეობაში! ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია ამ პერიოდის გავლა, გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის დედიკოებს. ყველა ორსულს გისურვებთ ადვილად მშობიარობას, ჯანმრთელ პატარას და თავად თქვენ, დედიკოებს ჯანმრთელობას.

მე უკვე 37 კვირის ვარ, 10-12 დღეში შეიძლება მომიწიოს უკვე გაჩენა 🙂

პატივისცემით ნუკა კ.“ – წერს მომღერალი სოცქსელში.

13617477_10208590087802744_1160236444_n

13608320_10208590087762743_2030360425_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g