ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად წერს. ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ლაღი და გულიანი ადამიანია და არასდროს დაეტყობა სიბერე. ასევე წერს, რომ 4 კვირის ფეხმძიმეა.
„მე ყოველთვის ვიქნები მაგარ ფორმაში, სულ რომ 400 შვილი გავაჩინო . ვიქნები ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მე არასოდეს დამეტყობა სიბერე, არც ვიზუალურად და არც შინაგანად, მე ვარ ლაღი, კეთილი, გულიანი, ერთგული ადამიანი და ეს არის ის, რითიც მარადიულ სილამაზეს იძენ .
პ.ს 8 თვის წინ მომეშალა მუცელი 2 თვის, ძალიან ბევრი კითხულობდა ამ თემასთან დაკავშირებით , ასე თუ ისე პასუხად ვწერდი, რაც მომივიდა და რაზე საუბარიც არ მინდა, ამჯერად ვარ 4 კვირის ფეხმძიმე. აი, ეს იყო მიზეზი ზემოთ დაწერილი 400 შვილის... ვოტ !“ – წერს ღიმილით მომღერალი.