მომღერალმა ნუკა კვალიაშვილმა მცირე ხნის წინ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ნუკა წერდა, რომ ამ ამბავს ვერაფერი შეცვლიდა.
რადიო “ფორტუნა” მომღერალს დაუკავშირდა და მისგან შეიტყო, რომ ის ქმარს უკვე შეურიგდა.
ნუკა კვალიაშვილი:
აღარ ვართ დაშორებულები, შევრიგდით…
ეს ამბავი, მგონო, ჩვენ არასდროს შეგვეხება. ჩვენი დაშორება-შერიგება კატა-თაგვობანასავითაა. იმ მომენტში, როცა სტატუსი დავწერე, მართლა მეგონა, რომ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ არ გამოდის…
– როდის შერიგდით?
– ორი დღის წინ, ანუ, ფაქტობრივად, დაშორება არ გამოგვივიდა, უფრო სწორად, ვერ.
– ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი?
– სანაბიჯე მდგომარეობა არ გვქონია. არც ის წასულა სახლიდან და არც მე წავსულვარ. უბრალოდ, დავილაპარაკეთ ჭიქა ყავაზე, გავარკვიეთ რაღაცები და ყველაფერი მოგვარდა. 10 წელია? ასე ვკინკლაობთ…
ნინო მურღულია