მომღერალი ნუკა კვალიაშვილი თმაზე ექსპერიმენტების დიდი მოყვარულია. ამას ადასტურებს ის, რომ თითქმის ყველა ფერი ჰქონია, შავიდან დაწყებული, ლურჯით დასრულებული. უნდა ვთქვათ, რომ ყველა ფერს იხდენს, თუმცა ძალიან ხშირად იღებავს, განსაკუთრებით ბოლო დროს, ყოველ მეორე კვირას ახალი თმის ფერით გვევლინება.
ახლაც ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ახალი თმის ფერით წარუდგა.