მომღერალი ნუკა კვალიაშვილი „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელს, ზაზა შენგელიას დაბადების დღეს ულოცავს.
ამასთან, ნუკა ზაზას თავისი გულახდილი შეფასებისთვის მადლობას უხდის.
ასევე მომღერალი საჯარო მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
„პირველ რიგში, ვულოცავ დაბადების დღეს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ გულით და სულით ბატონ ზაზა შენგელიას. მეორე რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას მისი გულახდილი შეფასებისთვის ჩემს ნამღერ ვიდეოზე და ბოლოს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამხელა სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ჩემ მიმართ. ასევე ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფიზიკურად სათითაოდ ვერ გავეცი პასუხი, რადგან უამრავი მონაწერია და კომენტარი, ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება და ესე ღიად, საჯაროდ გიხდით ყველას ძალიან დიდ მადლობას. ძალიან მიყვარხართ ასე რომ გიყვარვართ. თქვენი ნუკა,“ – წერს ნუკა კვალიაშვილი.
ცნობისთვის, ზაზა შენგელიამ ნუკა კვალიაშვილის ნამღერი გამოაქვეყნა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ზაზა წერს, რომ ნუკა უიტნი ჰიუსტონის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია მსოფლიოში.