LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ასე მეგონა, პარიზში, პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულის კულისებში ვიმშობიარებდი…“

322
de130749-74b3-43c4-937d-b138c1a52273

ახლახან პარიზში ჩატარდა მოდის კვირეული. პოდიუმზე ნუკი კოშკელიშვილი არა როგორც სპონსორი, არამედ თავისი ბრენდის – „ნუკი კოსმეტიკსისა“ და ქართველი დიზაინერის – „მოლმაუნის“ საოცრად საინტერესო კოლაბორაციით წარსდგა. როგორც თავად ამბობს, ორი წელი სთავაზობდნენ, პარიზის კვირეულში მიეღო მონაწილეობა, თუმცა თავს იკავებდა. წელს კი, ისეთი შთამბეჭდავი გამოცდილება მიიღო, იმედია, მომავალ მიწვევებზე უარს არ იტყვის და მიუხედავად ნერვიულობისა, კოლოსალური შრომისა და დაღლისა, სიხარულით დათანხმდება.

ამ ყველაფრის შეახებ ტელესახე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ნუკი კოშკელიშვილი: ზოგადად, გამოწვევები და სიახლეები არ მაშინებს, პირიქით, მიყვარს და მომწონს, რადგან ახალ გამოცდილებასთან ერთად, ახალ ადამიანებს ვიცნობ. „პარიზის ფეშენ-ვიქზე“ ჩემი გამოჩენა ბევრს გაუკვირდა, თუმცა ვიტყვი, რომ ორი წელი გვწერდნენ, ხომ არ გინდათ სპონსორობაო. ვიცი, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება, მით უმეტეს პარიზის მოდის სამყაროში, მაგრამ რატომღაც, ფულს „ვჟმოტავდი“ (იცინის). ფული კი იმიტომ მენანება, რომ მერე ახალ პროდუქციას ვერ გავაკეთებ, ვერ დავტესტავ და ამიტომ „ვჟმოტავდი“. წელს კი, როგორც იცით, ქართველმა დიზაინერებმა დაიპყრეს მოდის სამყარო და ჩემამდე მოვიდა შემოთავაზება, ხომ არ გინდა მონაწილეობა მიიღო, რომელიმე ქართველ დიზაინერთან გაერთიანდე და ერთობლივი პროექტი გააკეთოთო. ანუ, უშუალოდ ისე, როგორც „ლორეალი“ იღებს მონაწილეობას „პარიზის ფეშენ-ვიქში“, ამის მსგავსადო. სიმართლე გითხრათ, ერთი თვე გავატარე ძიებაში, ხომ არ მატყუებენ-მეთქი (იცინის). სანამ პირადად არ შევხვდი და დეტალები არ გავიარე. იდეა მომეწონა, მაგრამ მერე იმაზე დავფიქრდი, რომ შვიდი თვის ორსული ვარ და ამ დროს სად უნდა წავსულიყავი. მაგრამ, როცა მითხრეს, ჩვენება ისტორიულ შენობაში, კერძოდ კარლ ლაგერფელდის ყოფილ სასახლეში იქნება, სადაც აქამდე მხოლოდ „შანელის“ ჩვენება იყო ჩატარებულიო, ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი და დავიწყე სამზადისი. მოკლედ, „ნუკი კოსმეტიკსი“ ქართველ დიზაინერ „მოლმაუნთან“ გაერთიანდა და საოცარი ჩვენება გამოვიდა. არ დამავიწყდება, ათი წლის წინ საფრანგეთში ვიყავი, ჩემს დაქალებთან ერთად, ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ 100 ევრო იყო, ვჭამდით კონსერვებს და ვცდილობდით, ყველა ღირსშესანიშავ ადგილას გადაგვეღო ფოტო, მოვხვედრილიყავით ყველა მუზეუმში და თან, თანხები მაქსიმალურად დაგვეზოგა. და, ნახეთ, როგორ იცვლება ცხოვრება – ახლაც ისევ პარიზში ვიყავი, ოღონდ უკვე „ფეშენ-ვიქზე“, „მოლმაუნთან“ ერთად, ჩვენი საოცარი კოლაბორაციით.

– სოციალურ ქსელში დებდი ვიდეოებს და არ მალავდი, რომ ძალიან ნერვიულობდი, როგორ ჩაივლიდა ჩვენება. თუმცა, ქმარი გვერდით გედგა, გამხნევებდა და გგულშემატკივრობდა. ბენი თუ გეხმარებოდა?

– მართლა ძალიან ვნერვიულობდი. ბენიმ იცოდა, როგორ ვნერვიულობდი და ჩამოვიდა, რომ გავემხნევებინე. მოკლედ, სამივე იქ ვიყავით, ოვი გვაკლდა ოჯახს (იცინის). თითქმის უკვე მერვე თვეში ვარ და არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე ამდენი. ასე მეგონა, პარიზში, პირდაპირ „ფეშენ-ვიქის“ კულისებში ვიმშობიარებდი (იცინის). ბენი არც ერთი წამი არ გაჩერებულა, გვეხმარებოდა. მეგონა, რომ ბოლოს დაღლილობისგან დაეცემოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g