„პარლამენტის წინ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი და გულგახეთქილი ადამიანი დგას. იქ ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავთ. ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით, ევროპულ მომავალს. ამას ყოველ ჯერზე ვხედავ“, – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „გზასთან“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს აღნიშნავს.
ნუკი კოშკელიშვილი: „ეს არავის უთქვამს და შეიძლება მე ვიყო პირველი, ვინც ამას იძახის…“
ნუკი კოშკელიშვილის თქმით, „ახლა ამ აქციებით ვაჩვენებთ ევროპას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათთან ინტეგრირება“.
„დღეს მე დიდი უსამართლობის განცდა მაქვს. არასდროს პოლიციელებზე ცუდი არ მითქვამს, პირიქით, მეამაყებიან და მიმაჩნია, პოლიცია ჩვენი ძალაა. იმედი მაქვს, პოლიციელებში გამოჩნდება ის სულისკვეთება, რომ გადმოვიდნენ სიმართლის მხარეს, რადგან მათ სამართალდამცველები ჰქვიათ“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ამასთან, შეკითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, მსახიობი აღნიშნავს:
„უნდა შეასრულონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები. ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის საშუალება. არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკი კოშკელიშვილთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 19 დეკემბრის ნომერში.