ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდება, ამბობს, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქეს სამართალდამცველების არ უნდა ეშინოდეს.
მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც სამართალდამცავს ხალთან აპირისპირებ.
„დღევანდელ რეალობას უსამართლოდ შევაფასებდი. ეს არავის არ უთქვამს და შეიძლება მე ვიყო პირველი, ვინც ამას იძახის. ყველაზე დიდი უსამართლობაა, როცა სამართალდამცავებს აპირისპირებ შენს მოქალაქეებთან. რატომ უნდა გვეშინოდეს სამართალდამცავების?
კარგ ქვეყანაში პირიქით, სამართალდამცავი ხალხის მხარეს არის და ხალხს პატივისცემა აქვს სამართალდამცავების.
ბევრი ადამიანია უსამართლოდ დაპატიმრებული. მე ანდროს (ჭიჭინაძე) პირადად არ ვიცნობ, ანდრო ვიცი იქიდან, რომ დადიოდა საავადმყოფოებში და სიცილის თერაპიით მკურნალობდა დაავადებულებს, ეგეთი კრიმინალია? მაგაზე მეტი კრიმინალი არ გვყავს საქართველოში რომ დავაკავოთ და დედები მუხლებზე არ იყვნენ დაჩოქილები ამ სიცივეში და არ ეხვეწებოდნენ, სამართალდამცველებს, ჩვენს შვილთან ერთად დამაპატიმრეო.
ეს არის შემზარავი და ძალიან გულდასაწყვეტი,“ – აღნიშნავს ნუკი „პალიტრანიუსთან“.