ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ პარლამენტის წინ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი და გულგახეთქილი ადამიანი დგას, რომლებიც ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით, და ეს ევროპული მომავალია. კოშკელიშვილი ჟურნალთან აცხადებს, რომ უერთდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს.
„პარლამენტის წინ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი და გულგახეთქილი ადამიანი დგას. იქ ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავთ. ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით, ევროპულ მომავალს. ამას ყოველ ჯერზე ვხედავ“ – ამბობს ტელეწამყვანი.
მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება ევროკავშირის სტანდარტებში არ შედის. კითხვაზე, „ვის ხედავთ მომავალ მთავრობაში?“ ტელეწამყვანმა უპასუხა:
ზურა ხაჩიძე: „დღეს რაღაც ტექსტებზე მთაგავენ, მაბულინგებენ, წერენ – დაგაგვიანდა, წამოსვლის განცხადებას რატომ არ აკეთებო… ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა, აკერმანის სწავლებები რომ გაიარეს…“
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „კვირის პალიტრას“მომღერალი,ზურა ხაჩიძე ესაუბრა.
„უკლებლივ ყველას, მე არ ვარ კონკრეტულად რომელიმე პარტიის მხარდამჭერი. ყველაზე კარგი იქნება კოალიციური მთავრობა. ბევრი აზრის მქონე ადამიანი უნდა იყოს პარლამენტში, რომ გადაწყვეტილებები არა მიკერძოებულად, არამედ სამართლიანად იქნეს მიღებული. იქ უნდა იბრძოლონ, დაჭამონ ერთმანეთი, ჩვენთვის სასიკეთოდ მიიღონ გადაწყვეტილებები და არა საკუთარი თავისთვის. მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებასაც“ ვხედავ და ოპოზიციასაც, მაგრამ ყველა იმ რაოდენობით უნდა იყვნენ შესულები, როგორც ამას ხალხი გადაწყვეტს“ – ამბობს კოშკელიშვილი.