ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი დღეს, 9 ივნისს, იუბილარია. მას უკვე 31 წელი შეუსრულდა. „ინსტაგრამზე“ ის აქვეყნებს პოსტს, სადაც სწორედ ასაკს ეხება:
„მგონი ,გითხარით შარშან, 30 წლის რომ გავხდი, რომ უკან-უკან ვაპირებ წასვლას. წელს ვიტყვი, რომ 29 წლის ვარ. ასე 25-მდე მივალ. მერე ისევ მოვიმატებ.
უცნაური დღეა ჩემი დაბადების დღე… ბავშვობაში მიყვარდა ძალიან, მერე რომ გავიზარდე, უფრო მაინტერესებდა, აბა, ვინ მომილოცავს წელს და თუ ბევრი მილოცავდა, ან ვინმე ქრაში მილოცავდა, ხომ საერთოდ, ის დღე ძალიან მაგარი იყო. ახლა მერიდება, ასე მგონია, უხერხულია ,ყველა მხოლოდ შენ რომ გილოცავს, მინდა ხოლმე, საპასუხოდ მეც მივულოცო რამე.
შარშან ამ დროს მხოლოდ ჩანასახში მქონდა კოსმეტიკის გაკეთება, მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ რეალურად არ მიმაჩნდა, სისულელეა-მეთქი, ვამბობდი, გამორიცხულია გამოგვივიდეს, გამორიცხულია, ეს ტექნოლოგი ადგეს, წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიიდან წამოვიდეს და ჩვენთან დაიწყოს მუშაობა. გამორიცხულია, ასე ყველა ტესტირება გავიაროთ, გამორიცხულია ეს, გამორიცხულია ის… არასდროს არ თქვათ არასდროს!!!! დაისახეთ მიზანი და არ გადაუხვიოთ, მთავარია, რაღაც ძალიან გინდოდეთ, ცხოვრებას, სიცოცხლეს, სიხარულს, წარმატებას ასაკი არ აქვს. იცოდეთ, შეიძლება, იყო 70-ს და გახდე ცნობილი მოდელი, იყო 17-ს და იყო მეცნიერი. გჯეროდეთ თქვენი თავის. დიდი მადლობა თითოულ ჩემს გამომწერს/მეგობარს ვინც ეს წელი ჩემთან იყო, უზომოდ გაფასებთ, მადლობა.
იმედი მაქვს, ბევრნი მომილოცავთ, იცოდეთ, პატარა ბავშვივით მიხარია“.