LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე

124
ირაკლი კობახიძე

ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია მთლიანად „დისკრედიტირებულია და ამ მდგომარეობამდე მიყვანას ხელი თავად შეუწყვეს“.

„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს. ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს. მთლიანობაში ოპოზიცია დისკრედიტირებულია. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. თვითონ შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას. მათ შორის, საბოტაჟით, პარლამენტში არ შესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთში საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო, ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“,- განაცხადა კობახიძემ.

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა – ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, ააგონ კოშკები და გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ“

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ შეთანხმებაზე მუშაობს. როგორც ისინი ამბობენ, დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, დეტალები კი საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიებს შორის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება.

ლევან ხაბეიშვილი: „გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს – არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g