LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გაიცა

56

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გასცა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „გლობალურმა კავშირებმა“ თბილიში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 283 0XXX-283 1999 ინდექსზე, სულ 2000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებართვა აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის ყოველწლიური საფასური 200 ლარია.

მათივე ცნობით, შპს „ჯეონეთმა“ სააბონენტო ნომერი: 1-6-1-1-2 ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული  არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა და ნებართვით სარგებლობის  ყოველწლიურ საფასური 1500 ლარს შეადგენს.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g