LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუში – სამეფო ნუგბარი

133
ნუში

ნუში, იგივე სამეფო კაკალი, ერთ დროს მხოლოდ სამეფო კარის პირებისთვის განკუთვნილი ნუგბარი იყო. დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება როგორც კვებით მრეწველობაში, ასევე მედიცინაში. იგი შეიცავს უჯრედისს, ცილებს,  ცხიმებს,  კალიუმს, კალციუმს, პროტეინებს, რკინას, მაგნიუმს, ვიტამინი E-ს.

პროტეინებით მდიდარი ნუშის მიღება ხელს გვიწყობს ადვილად დანაყრებაში. ამით ნუში მაღალკალორიული საკვების საუკეთესო ალტერნატივაა. ამავდროულად, ნუში მაგნიუმის, სპილენძის და B2 ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის გამო ენერგიის წყაროა ადამიანისათვის. მართალია ნუში ცხიმებით მდიდარი პროდუქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის რაციონში ნუშის დამატება ხელს უწყობს წონაში კლებას. ნუშში შემავალი ცხიმების სახეობა გულის დაავადებების რისკს დაბლა წევს.

ნუში E ვიტამინით მსოფლიოში ყველაზე მდიდარია პროდუქტია. მხოლოდ 28 გრამ ნუშში E ვიტამინის დღიური ნორმაა. სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ამით ნუში ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ალცჰაიმერის დაავადებისაგან იცავს.

ანტიოქსიდანტების და E ვიტამინის წყალობით, ნუში ორგანიზმში კიბოს დაავადების რისკსაც ამცირებს. ნუში მინერალების წყაროა, რომლებიც აძლიერებენ ძვლებს და სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებენ. მაგნეზიუმის დახმარებით ის ასევე აბალანსებს წნევას. მაგნეზიუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ნუში ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. მათი დიდი რაოდენობა ნუშის ნაყოფის თხელ ყავისფერ გარსშია, ამიტომ, გარსგაცლილი, თეთრი ან მოხალული ნუში საკვებად ნაკლებად ღირებულია.

ნუშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ტვინზე დადებითად მოქმედებაა – ნუში შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ტვინს იცავს და განვითარებაში ეხმარება. აგვარებს მეხსიერების პრობლემას და გვეხმარება უკეთ აზროვნებაში. რეკომენდებულია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მცირეწლოვანებისთვისაც. მცირდება ალცჰაიმერის დაავადების რისკი, მიირთვით დღეში მხოლოდ 6-7 ნუში და შედეგს თავად ნახავთ!!! ნუში გულის მკურნალია – არსებობს ხალხური გამონათქვამი: “თუ გაწუხებს გული, ჭამე ნუში!” – პირდაპირი მნიშვნელობით შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ნუში ძალიან ეხმარება გულს. უხვად შეიცავს ცილას და კალიუმს, რაც გულს იცავს, გარდა ამისა ე- ვიტამინი, ძლიერი ანტიოქსიდანტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები