LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nvidia ახალ ტაბლეტს შემოგვთავაზებს

36

გრაფიკული ჩიპსეტების წარმოებაში საკმაოდ ცნობილი კომპანია Nvidia, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც პორტატული მოწყობილობების მწარმოებლების რიცხვს  შეუერთდა.

ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება ტაბლეტური კომპიუტერების გაყიდვების რიცხვი, რაც სმარტფონების ზომებში მომატებამ და ჰიბრიდული ,,ფაბლეტების’’ მსოფლიო ბაზარზე გამოჩენამ გამოიწვია.

მიუხედავად აღნიშნული ტენდენციისა, არსებობენ კომპანიები, რომელიც საკუთრივ ტაბლეტური კომპიუტერების წარმოებას კვლავ განაგრძობს. მათ რიგებში უდავოდ ერთიანდება კომპანია – Nvidia.

კომპანიამ გასულ წელს შემოგვთავაზა საავტორო ტაბლეტი – Shield, რომლის კლასის გაგრძელებას წელსაც გეგმავს.

ახალი გაჯეტი FCC-ის სერთიფიცირების გვერდზე გამოჩნდა.

ტაბლეტის სერიული ნომერია P2523. მოწყობილობა მიიღებს 8 დიუმიან QHD დისფლეის. დივაისის პროცესორი Nvidia-ს ეკუთვნის, რომელიც განისაზღვრა 4 GB-იანი ოპერატიულით.

მოწყობილობა აღჭურვილია მძლავრი, 6800 Mah-იანი ბატარეით, ასევე USB Type-C-ისა და VR პლათფორმებით – Daydream.

არაოფიციალური ინფორმაციით, დივაისი გამოვა 2016 წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში.

მოწყობილობის ფასი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.

კლასში წინა ტაბლეტის Nvidia Shield K1-ის ფასი შეადგენდა 199 აშშ დოლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები