LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამა: არ წარმომიდგენია, რომ პუტინი, რომელსაც ვიცნობდი იგივე ადამიანია, ვინც ახლა უკრაინაში შეიჭრა

190
პუტინი და ობამა

„არ წარმომიდგენია, რომ პუტინი, რომელსაც ვიცნობდი, იგივე ადამიანია, ვინც ახლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას ხელმძღვანელობს. თუმცა, ის ყოველთვის დაუნდობელი იყო“, განცხადება ამის თაობაზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტისა და The Atlantic-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

როგორც მანვე აღნიშნა,  5 წლის წინ, იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ვერ იწინასწარმეტყველებდა.

„არ წარმომიდგენია, რომ პუტინი, რომელსაც ვიცნობდი, იგივე ადამიანია, ვინც ახლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას ხელმძღვანელობს. თუმცა, ის ყოველთვის დაუნდობელი იყო. თქვენ ნახეთ, თუ რა ჩაიდინა მან ჩეჩნეთში. ეს არ არის ახალი, თუმცა იმ ფსონს, რომელსაც იგი უკრაინაში ჩამოვიდა, 5 წლის წინ ვერ ვიწინასწარმეტყველებდი.“ – განაცხადა ბარაკ ობამამ და ასევე თქვა, რომ კრემლის მიერ რუსეთის მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა, ქვეყანაში რაიმე სახის ძირეული ცვლილებების პროცესს საგრძნობლად შეანელებს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g