LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამა პრეზიდენტის პოსტს ტრამპისთვის ზედმეტად სერიოზულად მიიჩნევს

30

 

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ მას თანამდებობაზე მილიარდერი დონალდ ტრამპი არ შეცვლის, რადგან ის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი არ არის.

„მივიჩნევ, რომ ტრამპი არ გახდება პრეზიდენტი. დასკვნა ამერიკელი ხალხისადმი ჩემი ღრმა რწმენიდან გამომდინარე გამომაქვს,“ – განაცხადა ობამამ.

მისივე თქმით, „ელექტორატს ესმის, რომ პრეზიდენტობა ძალიან სერიოზული საქმეა.“

„ეს რთული სამუშაოა და პრეზიდენტობა არ გულისხმობს, ილაპარაკო რაც ხალხს მოსწონს და მოიქცე ისე, რომ საჭირო დროს ახალი ამბების გამოშვებებში მოხვდე. ეს არ არის რეალითი შოუ,“ – აღნიშნა აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g