LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი ნამდვილად ყველაზე ცუდია… კოლორადოს გუბერნატორმა ჩემი მიზანმიმართულად დამახინჯებული პორტრეტი გამოფინა“ – დონალდ ტრამპი

113
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის გუბერნატორს, ჯარედ პოლისს მემარცხენე რადიკალს უწოდებს და მისი „განზრახ დამახინჯებული“ პორტრეტის გამოფენაში ადანაშაულებს.

„არავის მოსწონს საკუთარი თავის ცუდი სურათი ან ნახატი, მაგრამ ის, რომელიც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში, გუბერნატორმა გამოფინა, ყველა სხვა პრეზიდენტების პორტრეტებთან ერთად, მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული იმ დონეზე, რაც მეც კი, ალბათ, აქამდე არასდროს მინახავს. მხატვარმა ასევე დახატა პრეზიდენტი ობამა და ის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ნამდვილად ყველაზე ცუდია“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ურჩევნია საერთოდ არ ჰქონდეს პორტრეტი, ვიდრე აღნიშნული პორტრეტი ჰქონდეს.

„მან ალბათ დაკარგა თავისი ნიჭი ასაკის მატებასთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრად მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს სურათი, ვიდრე ეს მქონდეს, მაგრამ კოლორადოდან ბევრმა დარეკა და მოიწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებულები არიან ამაზე! მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯარედ პოლისს, რომელიც უკიდურესად სუსტია კრიმინალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტრენ დე არაგუას მიმართ, რომელმაც პრაქტიკულად აიღო ავრორა (ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გადავარჩინეთ!), რომ ჩამოხსნას ის. ჯარედს საკუთარი თავის გამო უნდა რცხვენოდეს!“- წერს ტრამპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g