LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ – 32%, ენმ – 24%, „საქართველოსთვის“ – 13%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „ლელო“ – 4% : Edison Research

76
edison

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი;

გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის მიმართ აქვს დადებითი განწყობა;

47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

სიაში შემდეგ მოდის გიორგი ვაშაძე, რომლის მიმართ 43%-ს აქვს დადებითი განწყობა;

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიმართ კი 38%-ს აქვს დადებითი განწყობა.

კითხვაზე, “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” – Edison Research-ის კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 32%;
  • „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 24%;
  • გიორგი გახარია – „საქართველოსთვის“ – 13%;
  • გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%;
  • „ლელო“ – 4%;
  • შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
  • დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი – „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • ლევან ვასაძე – „ერი“ – 3%;
  • ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • ანა დოლიძე – „ხალხისთვის“ – 2%;
  • ალექსანდრე ელისაშვილი – „მოქალაქეები“ – 2%;
  • „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – გიგა ბოკერია – 1%;
  • ელენე ხოშტარია – „დროა“ – 1%;
  • ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველო“ – 1%;
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
  • ეკა ბესელია – „სამართლიანობისთვის“ –  < 1%;
  • „თავისუფალი საქართველო“ –  < 1%;
  • დავით ჭიჭინაძე – „ტრიბუნა“ – < 1%;
  • ზვიად ძიძიგური – „კონსერვატიული პარტია“ – <1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები