LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” არჩევნებს აგებს და ხალხი უბნებთან ძალით მოჰყავთ – ელენე ხოშტარია

115

“სრული მობილიზაციაა უბნებთან, პირდაპირ ძალით მოჰყავთ არჩევნებზე ხალხი სწორედ იმიტომ, რომ მათ ესმით, ისინი აგებენ ამ არჩევნებს და ეს მეტყველებს ერთადერთზე, “ქართული ოცნება” დღეს არ არის ძლიერი”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

“იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, იმისთვის რომ თბილისში “ქართულმა ოცნებამ” აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც მოსახლეობას უთხრა, მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს, არ დაიზაროთ, მობრძანდით საარჩევნო უბნებზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შანსი, მივცეთ განვითარება ამ ქალაქს, დემოკრატიულად შევცვალოთ ქართული ოცნება და მთლიანად ქვეყანაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები”,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები