LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” დაშლის პირასაა, თალაკვაძის გადადგომა გუნდის შიდა კლანურად დაპირისპირებას უკავშირდება: ბეჟაშვილი

56
Untitled design (3)

არჩილ თალაკვაძის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ჩამოშლა მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

ბეჟაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი კლანურად არის დაპირისპირებული და შიდა ბრძოლა მიმდინარეობს:

“ყველა კარგად ვხვდებით, რომ მიმდინარეობს “ქართული ოცნების” ჩამოშლა. ეს გუნდი დაპირისპირებულია შიდა კლანურად და თალაკვაძის გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევიდან 6 თვის თავზე, სწორედ ამის დამადასტურებელია. მიმდინარეობს კლანების დაპირისპირება, შიდა ბრძოლა, ამიტომ კუჭავა შეცვლის თუ სხვა პირი თალაკვაძეს, “ქართული ოცნება” დაშლის პირასაა და თვითმმართველობის არჩევნები ამას ბოლოს მოუღებს.” – თქვა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან 24 აპრილს გადადგა.

მისი განცხადებით, პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დატოვოს სპიკერის პოზიცია და თანამდებობაზე წარადგინონ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g