LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და სხვა არასაპარლამენტო პარტიებს იგნორირებას უკეთებს, „საარჩევნო კოდექსზე“მუშაობა მათი ჩართულობის გარეშე ხდება: ლევან ბეჟაშვილი

92
untitled-2-2020-12-11-19-17-06-621553

„ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ასევე სხვა ოპოზიციურ არასაპარლამენტო პარტიებს და „საარჩევნო კოდექსზე“მუშაობა მათი ჩართულობის გარეშე ხდება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული პროექტი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ჩანს, რომ თითქოს მხოლოდ ის არის მთავარი საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება თუ არა ოპოზიციიდან მოადგილე.

“გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები არ არის ჩადებული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიაშია წარდგენილი. პრაქტიკულად, იგივე სისტემა ნარჩუნდება, მათ შორის, ცესკო-ს არსებული შემადგენლობა, რომელმაც არჩევნები ერთხელ გააყალბა.

ჩვენ, ბუნებრივია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებს, გავუგზავნით მათ შორის, ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, რადგან ეს პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია,” – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი შეფასებით, მთავარია სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები, არჩევნების დღეს გაწერილი პროცედურები, კერძოდ კი, ის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს ოპოზიციური კომისიის წევრების გაძევების უფლება.

“მთელი რიგი საკითხებია, ტექნიკური დეტალები, რომელიც კანონპროექტში გაიწერება და ვენეციის კომისიას წარედგინება”, – დასძინა ბეჟაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g