LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნება მთავრდება აქ: ევროპა მარჯვნივ უხვევს

120
GaAcqt-XkAAI_UA

ევროპელი ლიდერები ექსტრატერიტორიული მიგრაციის ცენტრების აშენებას განიხილავენ.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე იმსჯელეს ევროკომისიის წინადადებაზე ევროკავშირის გარეთ დეპორტაციის ცენტრების გახსნის შესახებ. ამ ტიპის პირველ მაგალითებს შორისაა იტალიასა და ალბანეთს შორის შეთანხმება.

ბრიუსელის საკმაოდ მკვეთრ ცვლილებას მარჯვნივ მოხვევას უწოდებენ. თუმცა მსგავსი შემობრუნება ახარებს მრავალ ქვეყანას, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც მძიმე მიგრაციულ ზეწოლას განიცდიან.

ექსტერიტორიული საიმიგრაციო ცენტრების მშენებლობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია ფოკუსირება მესამე ქვეყნებთან კავშირების დამყარებაზე, რათა აღმოიფხვრას მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური მიზეზები, ასევე ორგანიზებული კონტრაბანდა და ტრანსსასაზღვრო დანაშაული. ევროკომისიის ახალი კურსის ყველაზე მტკიცე ოპონენტებს შორის არიან ესპანეთი და ბელგია.

ალეკსანდრ დე კროო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი:
„ყველა ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ მიგრაციის ცენტრებს ვუწოდებთ, როგორც ისტორიამ აჩვენა, არ არის ეფექტიანი და თან ძალიან ძვირია. რაც მუშაობს არის მესამე ქვეყნებთან შეთანხმებები“.

ახალმა წინადადებებმა მწვავე დისკუსიები გამოიწვია და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კომპრომისის მიღწევა გაჭირდება.

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ზომებზე, რომლებიც უნდა იქნას მიღებული მიგრანტების ქვეყნიდან მოშორების მიზნით.

საკამათო წინადადებები ძირითად წარმოადგენს მკაცრ ცვლილებას ევრომიგრაციის პოლიტიკაში. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებს სურთ თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციაზე გაამახვილონ ყურადღება.

„განხილვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დაბრუნების ზოგადი მიდგომა. ვხედავთ, რომ მათგან, ვისაც არ აქვს ევროკავშირში დარჩენის უფლება, მხოლოდ 20% ბრუნდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვიქტორ ორბანი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი): „შეთანხმება კარგია, გილოცავთ“.

მარინ ლე პენი (ნაციონალური გაერთიანება): „კომისიას იდეოლოგიურად სურს ეს მიგრაცია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პრობლემას მოაგვარებს“.

ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელშიც 11 პოლიტიკური ძალა შედის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, სურს, რომ მსგავსი შეხვედრები ევროკავშირის ყოველი სამიტის წინ რეგულარული გახდეს.

ალბანეთში საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც იტალიიდან მიგრანტების პირველი ჯგუფი ჩავიდა.
მიგრანტების ერთ-ერთი ახალგახსნილი ეგრეთ წოდებული ექსტერიტორიული მიმღები ცენტრის წინ შეკრებილებს ეჭირათ ბანერები წარწერით: „ევროპული ოცნება აქ მთავრდება“.

ფოტო: x.com

magti 5g