დასავლურმა მედიამ გაარკვია, რომ 47 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 30 წლის დრეიკის ურთიერთობა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ინსაიდერის მტკიცებით, ლოპესის იმიჯისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და ყველაზე სექსუალურ რეპერთან რომანი საკმაოდ კარგია.
დეკემბრის ბოლოს მუსიკოსები ლოს-ანჯელესის საახალწლო ღონისძიებას სტუმრობდნენ, რომლის ბოლოსაც საღამოს მეფე და დედოფლადაც დასახელდნენ.
დრეიკთან დაახლოებული წყაროს ცნობით, რეპერს ლოპესი ბავშვობიდან უყვარს და მათი ამჟამინდელი რომანი მისი ოცნების ასრულებას ჰგავს.