LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ” კოალიციაში შემავალი 5 სუბიექტის დამოუკიდებლობაში საერთაშორისო საზოგადოებაც ვერ დაარწმუნა – ანა დოლიძე

88

“მხოლოდ ჩვენი შენიშვნა არ არის, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. რატომღაც თქვენ ვერ შეძელით დაგერწმუნებინათ ვერც ვენეციის კომისია, ვერც ევროკავშირი, ვერც NDI, რომ ის ხუთი პარტია, რომელიც არის თქვენთან გაერთიანებული და რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ თქვენს პარტიულ სიაში არჩევნებზე, დამოუკიდებელი სუბიექტები არიან”,-ასე უპასუხა ანა დოლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკას.

“ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, თქვენ დაგჭირდებათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა, დიახაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დარწმუნება, რომ ეს არ არის ერთპარტიული კუთვნილების დოკუმენტი.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აღარ დარჩა სასუნთქი ჰაერი, ტროტუარები, აღარ არის პარკები, სადაც დედები გაიყვანენ ბავშვებს, უზარმაზარი კამპანიაა ატეხილი, რომ ხალხი იხრჩობა, მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მხარს დაუჭერდა იმას, რომ ”მწვანეთა პარტია” ყოფილიყო ნამდვილი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ანა დოლიძე იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, სადაც აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ერთპარტიულია. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ მას მხარი 5-მა პარტიამ დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g