LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” 4 ტყუილი EU-ს კანდიდატობის სტატუსზე – რა განცხადებას აკეთებს ელენე ხოშტარია

167
BeFunky-collage (11)

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” განცხადებებზე ისაუბრა და მმართველი გუნდი ტყუილში დაადანაშაულა.

„მინდა, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის, შესაბამისად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოზე და ვამხილო ისინი ძალიან გააზრებულ და მიზანმიმართულ 4 ტყუილში.

  1. მთელი გამოსვლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვებოდა აბსოლუტურად არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის. საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში.

ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რა ტექნიკურ ნაბიჯებს მოიცავს კანდიდატობის სტატუსი, კანდიდატობის სტატუსი არის აუცილებელი ეტაპი წევრობისთვის. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. რაც მთავარია, უკრაინაში ომის კონტექსტში, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი: ხარ ევროპის მხარეს თუ ხარ რუსეთის მხარეს. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლება გამოდის და პირდაპირ საუბრობს, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

  1. მეორე ტყუილი ეს არის გამონათქვამი, თითქოს საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას და არის მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო აქტორების არაერთი შეფასება, მათ შორისაა, კარლ ჰარცელის გუშინდელი შეფასება. მან ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რას არ ასრულებს საქართველო – ეს არის არჩევნები, ეს არის 5 ივლისი ანუ ძალადობა, ეს არის ჟურნალისტების უფლებები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს არის ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემა. ასევე, რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნა, ნიკა გვარამიას სრულიად უკანონო დაკავება, რომელიც ზუსტად ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინ მოხდა. შევახსენებ საზოგადოებას Amnesty International-ის მყისიერ დასკვნას, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.
  2. მესამე ტყუილი – თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატობის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომს ევროკავშირს არ აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მათ აქვთ და ჰქონდათ პოლიტიკური ნება მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის ამ სურვილს, თუმცა, ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობა არ კატეგორიულად ასრულებს.
  3. მეოთხე ტყუილი – რომ თითქოს ეს მთელი პროცესი და უარი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რაიმე კავშირშია არეულობასა თუ ომის სურვილთან. „ომის პარტია“, „ომის სურვილი“, „ომი იქნება“ ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ გვათქმევინონ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი”,- აცხადებს ელენე ხოშტარია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები