LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების გუნდი დაკომპლექტდა: FRANCE FOOTBALL-მა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები შეადგინა

127
b9e61

ჟურნალმა FRANCE FOOTBALL-მა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ნაკრები შეადგინა.

საუკეთესოები მთელი მსოფლიო მასშტაბით 140-მა ჟურნალისტმა გამოავლინა. არჩევანის გაკეთება პოზიციების მიხედვით მოხდა. გამოცემამ გუნდი 3-4-3 სქემით აირჩია.

 

საუკეთესო მეკარე გახდა სსრკ ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ლეგენდარული გოლკიპერი ლევ იაშინი.

 

საუკეთესო მარცხენა მცველია პაოლო მალდინი, რომელიც „მილანსა“ და იტალიის ნაკრებში გამოდიოდა.

საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს ფრანც ბეკენბაუერი, რომელიც „ბაიერნისა“ და გფრ ნაკრების ღირსებას იცავდა.

საუკეთესო მარჯვენა მცველია კაფუ, რომელიც „მილანში“ და ბრაზილიის ნაკრებში თამაშით გახდა ცნობილი.

 

საუკეთესო შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველებად აღიარეს დიეგო მარადონა, რომელიც „ნაპოლიში“, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თამაშით გამოირჩა და პელე, „სანტოსსა“ და ბრაზილიის ნაკრებში თამაშით.

საუკეთესო დაცვითი სტილის ცენტრალურ ნახევარმცველებად დასახელდნენ ჩავი, რომელმაც „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში თამაშით გაითქვა სახელი და ლოტარ მათეუსი, რომელიც „ბაიერნში“, „ინტერსა“ და გფრ ნაკრებში გამოდიოდა.

 

საუკეთესო მარცხენა თავდამხმელად აღიარეს კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“, „რეალი“, „იუვენტუსი“, პორტუგალიის ნაკრები).

საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად აირჩიეს ბრაზილიელი რონალდო („ბარსელონა“, „რეალი“, „ინტერი“, ბრაზილიის ნაკრები)

საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელი გახდა ლიონელ მესი („ბარსელონა“ და არგენტინის ნაკრები).

France Football-ის ოცნების გუნდი: მეორე და მესამე შემადგენლობა

 

თანამედროვეობის ორმა უდიადესმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის პატივია „ოქროს ბურთის“ ოცნების გუნდში მოხვედრა. მადლობა მინდა ვთქვა მე რომ ამირჩიეს და მივულოცო ყველას, ვინც გუნდში მოხვდა, ასევე ყველა ნომინანტს. ამ სიაში ნამდვილი ფენომენები არიან“, – დაწერა მესიმ.

„უდიდესი პატივია 11 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრა. რა საოცარი ოცნების გუნდია.
ყველა მათგანი იმსახურებს პატივისცემას და აღფრთოვანებას და მე ვამაყობ ამ კამპანიაში ყოფნით. მადლობა“, – დაწერა კრიშტიანო რონალდომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები