ევროპული მედიაცია საქართველოში გრძელდება. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას ხვალ, 14 მარტს, 09:00 საათზე გამართავენ.
ინფორმაციას თავად პარტიის პრესამსახური ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.