“სავარაუდოდ, 10%-იანი გაყალბება იყო”,-ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს ეგზიტპოლებიც კი ადასტურებს, რომ მეორე ტურის ალბათობა მაღალია.
“უბნების დახურვამდეც ვთქვი, რომ “ქართული ოცნება” აპირებდა გამოეცხადებინა 54-დან 58%-მდე და მე ეს ინფორმაცია მქონდა ქართული ოცნების შტაბიდან, სარწუნო წყაროზე დაყრდნობით, ეს ციფრები ძლიან დამეთხვა ერთმანეთს, შესაბამისად, ეს მიღვივებს ეჭვებს, რომ მონაცემები ხმის დათვლის პროცესში შეიცვლება”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.