LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ წარმომადგენლებს ჩემოდნების ჩალაგება მალე მოუწევთ“ – ლადო აფხაზავა

123
2025-02-13_01-13-59_316489

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ 8 პირთან ერთად 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ჯარიმის თანხა მასწავლებლებმა შეუგროვეს.

როგორც ლადო აფხაზავა „ტვ პირველთან“ აცხადებს, მთლიანად მის ელ. ფოსტაზე 61 000 ჩარიცხვაა განხორციელებული.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ „ასეთი ერთსულოვნება არ ახსოვს და ძალიან მალე მოუწევთ ჩემოდნების ჩალაგება „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს“.

„ეს მოხდა წინა დღეს, როდესაც ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი, რომ თუ დამიჭირეს, რა თქმა უნდა, დამიჭერენ და მეტი არაფერი, მაგრამ თუ ჯარიმა დამიწერეს მე კოლეგებს მოვთხოვდი 1,5 ლარს, ამის მეტს ვერა, იმიტომ რომ ხელფასი უკვე კარგა ხანია აღებულია და მეტი არავის არ ექნება-თქო.

მეთქი, 1,5 ლარი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. და ამ თანხით ადვილად დავითვლიდი, თუ რამდენი პედაგოგო ჩამირიცხავდა ფულს. დღეს დილით ავდექი და მინდა გითხრათ, ძალიან რთული იყო დილის 6 საათზე, როდესაც შევედი ჩემს ელექტრონული საფულე ვნახე და აღმოვაჩინე, რომ 5 800ლარ ნახევარი იყო ჩარიცხული. მთლიანი რომ დავითვალეთ, 61 000 ჩარიცხვაა განხორციელებული ჩემს ელფოსტაზე.

უცნობი ადამიანები, გულშემატკივრები, ემიგრანტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთ-ერთა მასწავლებელმა ჩემმა თანამშრომელმა, მასწავლებლების ჯგუფში ჩაწერა, რომ მასწავლებლები, ვინც ფულს ჩარიცხავთ, ლარნახევრის მეტი არ იყოსო და ასეთი, რამ მოხდა ყველა მასწავლებელი, რომელიც რიცხავდა ლარ ნახევარს, შემდეგ იგივე სახელი მეორდება, მაგრამ უკვე სხვა თანხას რიცხავდნენ. ასეთი ერთსულოვნება, ასეთი მხარდაჭერა არ ვიცი. ძალიან გახარებული ვარ და ბევრი რამის მანიშნებელია ეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოუწევთ ჩემოდნები ჩალაგება „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს”, – ამბობს ლადო აფხაზავა.

„შოკის მომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვიხილავთ“ – მშობელთა ასოციაცია

ლადო აფხაზავა: „საოცრება ხდება ჩემ თავს, 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა… ჯარიმას მეც გადავიხდი და შეიძლება სხვასაც გადავუხადო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g