LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ ყოფილი წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ – “ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი”

77
BeFunky-collage (2)

პარლამენტსა და საკრებულოებში “ქართული ოცნების” შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ.

როგორც სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ს ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. მისივე თქმით, მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის – საფრთხე არსებობს! როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება – ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწლიურად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ქვეყანას და ხალხს თავიდან ავაცილოთ.

ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში და რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, საზოგადოების სამსჯავროზე გადმოვიტანოთ, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ის, რაც დახურულია პოლიტიკაში, არის ყველაზე დიდი საფრთხე, რათა მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება – იქნებ პირიქით, დამანგრეველი.

სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატო-ზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთადერთი საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქართულ ოცნება“ დატოვა და “ოცნებიდან” დეპუტატებს შეუერთდა. მაჭარაშვილის განმარტებით, მისი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს გარკვეული დამაბრკოლებელი ფაქტორი, რათა საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g