უკრაინაში დღეს, 14 მარტს უკრაინელი მოხალისეების დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს და საზოგადოებას ერთ-ერთ მოხალისეს აცნობს.
დღის გმირი ოდესის მკვიდრი ოლეგია, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის საკუთარი მიწის დასაცავად.
“14 მარტს უკრაინაში უკრაინელი მოხალისეების დღე აღინიშნება. გვსურს, ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვეთ.
ოლეგი მე-4 თაობის ოდესის მკვიდრია. ის რუკის დახმარების გარეშე გეტყვით – სად რა ძეგლი დგას, სად მიირთმევთ უგემრიელეს კერძებს, როგორ მივიდეთ ზღვამდე უმოკლეს გზით.
სროლის პირველივე ხმაზე, რომელიც 24 თებერვალს გაისმა, ოლეგი ზამთრის რაინდების 28-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას შეუერთდა.
ოდესა მისი სახლია, მისი 4 თაობის წინაპრებისა და შთამომავლების და ის იარაღით ხელში, მოკლავს და გაანადგურებს მტერს, რომელიც მის ტერიტორიას ხელყოფს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე