ოდესის საკრებულოს წევრი პეტრო ობუხოვი აცხადებს, რომ ოდესაში რუსული ძალები ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არ არიან დაღუპულები.
მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
„მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ოდესაში. ერთ-ერთი სამიზნე ინფრასტრუქტურული შენობა იყო. ჩვენ არაფერს გაპატიებთ ან დავივიწყებთ“, – განაცხადა ობუხოვმა.