LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაში საჰაერო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი 3 თვის ბავშვია…ბავშვი, რომელსაც პირველი აღდგომა მშობლებთან ერთად უნდა აღენიშნა: ანდრეი ერმაკი

224
სათამაშო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ დღეს ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა ხოლო 18 ადამიანი დაშავდა.

ერმაკი აცხადებს, რომ ეს არაა საბოლოო მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

„5 დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის მოქალაქე. დაღუპულთა შორის იყო სამი თვის ბავშვი. ბავშვი, რომელსაც პირველი აღდგომა მშობლებთან ერთად უნდა აღენიშნა. არაფერი წმინდა… ბოროტება დაისჯება“, – წერს ანდრეი ერმაკი.

მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელიც ქალაქის დაბომბვას ისახავდა მიზნად.

 

 

mazda magti 5g