LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია: „ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, ამიტომ კეზერაშვილი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი, რომ ალბათ ახალი რეპერტუარი მიიღოს“

165
ing

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ, „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია ეხმიანება.

„ასეთი ფრთიანი გამოთქმაა – ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მაჭარაშვილი: „ცუდ დღეშია ახლა ხაბეიშვილი – ერთი ფეხი „ვივა მედში” აქვს, მეორე კვიპროსში და აქ რით იაროს აღარც იცის“

magti 5g