ლეგენდარული მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ. პროექტის ავტორები, სერიალის „ახალგაზრდა პაპი“ შემქმნელები, საპროდიუსერო კომპანიები Wildside და Fremantle არიან.
რაც შეეხება სცენარს, მას ოდრის შვილის, ლუკა დოტისა და იტალიელი მწერლის, ლუიჯი სპინოლას ნაწარმოებების მიხედვით გადაიღებენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.