LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალურად: მაკარიძე მორეირენშეს ფეხბურთელია

95

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ოფიციალურად გახდა პორტუგალიური “მორეირენშეს” ფეხბურთელი. მან ახალ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მართალია, ამ ტრანსფერზე საკმაო ხნის წინ ითქვა, მაგრამ ახლა ის უკვე დაადასტურა ფეხბურთელის წარმომადგენელმა სააგენტო MNM-მა.

26 წლის მეკარე გიმარაეშელთა შემადგენლობაში მომდევნო ორ სეზონს გაატარებს. პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “მორეირენშემ” მე-11 ადგილი დაიკავა.

გიორგიმ პორტუგალიის ელიტაში თამაშის უფლება “ფეირენშესთან” ერთად მოიპოვა, თუმცა მაინც ამჯობინა სხვა კლუბში გადასვლა. მაკარიძე ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები