ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ნუკი ამბობს, რომ აღარავის უპასუხებს მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
„ოფიციალური განცხადებაა და გთხოვთ, გაავრცელოთ. გადავწყვიტე, რომ არც ერთი ვითარებაში არ გავცე პასუხი ბლოგერებს, ვლოგერებს და ა.შ.. არავის ვუპასუხებ, ვისაც ჩემ წინააღმდეგ ხელოვნურად აქვთ აგორებული სკანდალი. მივხვდი, რომ ეს უნდათ. შეიძლება, ერთხელ დაწერო, რომ „ნუკი მახინჯია და ცუდ რაღაცებს აკეთებს“, მაგრამ არ ისვენებენ. უნდათ, რომ პასუხი გავცე და პასუხს რომ ვცემ, მერე აქვთ ნახვები და დაუმთავრებელი პინგპონგია…
მე ვიყო „ტოროლა“, თუ ვუპასუხო. სულ რომ ფოიერვეკად დაინთონ, არავის ვუპასუხებ, ვისაც უარყოფითი აქვს ჩემზე სათქმელი. ვისაც დადებითის თქმა უნდა, ყველას ვუპასუხებ“, – ამბობს ნუკი ვიდეომიმართვაში.