LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფისის სავარძელი Ferrari-სგან 10 000 დოლარად

50

კომპანია Ferrari-ის დიზაინ ცენტრმა იტორიაში პირველი საოფისე სავარძელი შეიმუშავა. სულ სავარძლის ორი ვერსიაა წარმოდგენილი: მოდელები President და Executive. მათი წარმოებით ავეჯის იტალიური კომპანია Poltrona Frau დაკავდება.

სავარძლის ფერი და მასალა შემკვეთს თავად შეუძლია აირჩიოს, ამასთან სავარძლებისთვის იმავე მასალას გამოიყენებენ, რაც სუპერქარების სავარძლების შემთხვევაში.

სავარძლების შეკვეთა ნოემბერ-დეკემბერში Poltrona Frau-ს მაღაზიებში იქნება შესაძლებელი, ჩაეშვება თუ არა სიახლე Ferrari Store-ს გაყიდვებში, კომპანიაში ჯერ ვერ გადაწყვიტეს.

გასულ წელს საოფისე სავარძელი კომპანია Porsche-მ შეიმუშავა და მისი ფასი 6570 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები