LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

120
moduli

ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს,- აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

უწყებაში დაკავების სხვა დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. დაკავების მიზეზი უცნობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შესაძლოა, ეს სპეცოპერაცია რადიაქტიული ნივთიერების ამოღებას უკავშირდებოდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ორი მამაკაცის დაკავების დეტალებზე უწყება სავარაუდოდ ხვალ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

ქობულეთში, დაკავების ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g