LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფთალმიჯში“ საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება

114

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ”ოფთალმიჯში” საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება  13 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც ”ფორტუნას” ”ოფთალმიჯიდან” აცნობეს,  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, გერმანიისა და რუსეთის წამყვანი ოფთალმოლოგიური კლინიკების სპეციალისტები. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ეძღვნება კლინიკა „ოფთალმიჯში“ ახლახან დამონტაჟებული საოპერაციო აპარატურის პრეზენტაციას.

”კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „ცოცხალი ქირურგია“ – ანუ  კლინიკა „ოფთალმიჯის“ წამყვანი სპეციალისტები შეასრულებენ ქირურგიულ ოპერაციებს ახალი აპარატურის გამოყენებით”, – განაცხადეს ”ოფთალმიჯში”.

მათივე ცნობით,  კლინიკაში მიმდინარეობს ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის ქირურგიული კორექცია ექსიმერ-ლაზერის გამოყენებით. ამასთან,  კატარაქტის მკურნალობა ხორციელდება ამერიკული კომპანიის, „Bausch&Lomb“-ის წარმოებული, „ფემტო -ლაზერის” მეშვეობით – ქირურგიული დანა შეცვალა ლაზერმა,  ოპერაციის ხანგრძლივობა შემცირდა 5 წუთამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g