„ოღონდ ამ დღეს არ მოვსწრებოდი ასე, ოღონდ ასე არ აღგენიშნათ უნივერსიტეტის დამთავრება და ოღონდ ასე არ მეყურებინა ამ ყველაფერზე..“, – წერს გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში და ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
„მხოლოდ ღმერთმა და მე ვიცით რა ხდება ჩემს გულში ახლა, უზომოდ მენატრები და ძალიან მინდა შენთან მეგიკუნა! 🫂❤️🩹❤️🩹 არ იმსახურებდი ამ ყველაფერს, არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს, არ იმსახურებდი არა!! ❤️🩹❤️🩹❤️🩹
ჩემი მეგის საუკეთესო სამეგობრო! ♥️ მადლობა რომ არასდროს არ გავიწყდებათ და არ ტოვებთ მარტო! ♥️ უზომოდ მადლიერი ვარ თქვენით! მიყვარხართ!“, – წერს ნაზი ჯაიანი.
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
