LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოღონდ ტყვიებს ნუ გვესვრიან, კულტურულ ღონისძიებებს თუ გააკეთებენ, მერე რა მოხდა – ოცნების დეპუტატი კარასინის განცხადებაზე

97
1814299d8dbfb54cbc8122ebc4c80495-XL

“ოღონდ ტყვიებს ნუ გვესვრიან და კულტურის ცენტრები გახსნან, “- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გრიგორი კარასინის განცხადებას. უმრავლესობის წევრი რუსული კულტურის ცენტრის გახსნას საქართველოში არ ეწინააღმდეგება.

ჯაფარიძის განცხადების ვიდეომასალას ფორმულა ავრცელებს.

https://www.facebook.com/FormulaNews/videos/1359502334214084/?v=1359502334214084

რუსულ სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა რუსეთის საბჭოს სენატორის, გრიგორი კარასინის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. მისი მტკიცებით, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას შეთანხმდა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე საჯარო უარს ვაცხადებთ - გიორგი კეკელიძე

"მიიღონ საჯარო უარი იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ"

ცნობისთვის, ზურა აბაშიძე არ ადასტურებს, რომ შეთანხმება შედგა. მისი თქმით, მან კარასინისგან მოისმინა, რომ ერთ-ერთ კომერციულ ცენტრს მსგავსი იდეა აქვს და უპასუხა, რომ სიტუაციაში თბილისში ჩასვლისთანავე გაერკვეოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g