აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, ეგზიტ-პოლების მონაცემებით, ოჰაიოში ჰილარი კლინტონს მოუგო, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ამომრჩეველთა 53.3%-ის ხმები მიიღო, ხოლო კლინტონმა – 42.3%.
განსაკუთრებულ ინტერესს ოჰაიოს შედეგი იმის გამოიწვევს, რომ 1964 წლიდან შტატში მიღებული შედეგი მთელი ქვეყნის შედეგს ყოველთვის ემთხვევა.
ბოლო 10 არჩევნების მანძილზე ოჰაიომ ხმა 5-ჯერ მისცა რესპუბლიკელებს, 5-ჯერ დემოკრატებს.