პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს მამა გარდაეცვალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში უსუფაშვილის მეუღლე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.
„2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. 21/21/21 ჩვენი ქორწინების 25.
აი, ისეთი წელი დიდი ხანია რომ ემზადები.
მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა.
ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა. პირველ რიგში მის შვილიშვილებს რომლებიც აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ, ეიმედებოდათ, სახლდან მასთან გარბოდნენ და ყველა კარგ ამბავს პირველად მას ურეკავდნენ.
მე ასეთი მეგობრობა არც მინახავს ჯოველის და მის შვილიშილებს რომ ქონდათ!
მოენატრებათ, დააკლდებათ, ძალიან ადრე იყო.
ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ როგორი მაგარი გოგო-ბიჭები გაგზარდათ ეხლა გამოჩნდება.
მე და დათო კი აგერ ვწევართ ბოჭორიშვილის კლინიკაში აპარატზე მიერთებულ მიმაგრებული და ვფიქრობ, რომ ვერც კი დავემშვიდობები, მადლობასაც ვერ ვეტყვი წესიერად რომ 25 წელი ჩემი ოჯახის იმედი და ბურჯი და ჩემი სანდროს ასეთი დიდი მეგობარი იყო!“, – წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, დავით უსუფაშვილს და თინა ხიდაშელს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ