LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის შექმნისას ადამიანს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს.. ინფანტილური ტიპები ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ, რადგან თავის დროზე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს დედა, მამა ან ოჯახი იღებდა“ – ზურაბ მხეიძე

176
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

ცნობილი ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში ურთიერთობების დეფიციტი იგრძნობა, რადგან ცოცხალი კონტაქტები ვირტუალურმა ჩაანაცვლა. მისი თქმით, ადამიანებთან ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად, მთავარია „ერთ ადამიანს მეორისთვის სასიამოვნო, დადებითი ემოციები მოჰქონდეს“.

კითხვაზე, საქართველოში ოჯახის შექმნას დედის გარეშე ძალიან ცოტა მამაკაცი რისკავს, რადგან დედის აზრი გადამწყვეტია, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ „ეს კარგი სულაც არ არის“.

გთავაზობთ ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს:

„ადამიანი ზრდასრული რომ ხდება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს. შეიძლება ყველა ახლობელი ადამიანის აზრი გაითვალისწინოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ხშირად, სხვაგვარად ხდება და ასე ყალიბდება ჩვენს ხალხში ძალიან უსიამოვნო და არასწორი თვისება – ინფანტილიზმი.

ინფანტილური ადამიანები ყველაფრის მიზეზს გარეთ ეძებენ, რაც უნდა მოხდეს, სხვებს ადანაშაულებენ, რადგან თავის დროზე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს დედა, მამა ან ოჯახი იღებდა. ვიმეორებ: ზრდასრულ ადამიანს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს, თუნდაც ეს გადაწყვეტილება მცდარი იყოს და ძვირადაც დაუჯდეს. ეს არის თვისება, რომელიც მას მოზარდისგან გამოარჩევს“

იხილეთ ვრცლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g