საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, სამი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. ერთი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.